დღეს პრეზენტაციის დღეა,
პირველი გამომსვლელი ქალბატონი ალექსანდრაა,რომელსაც საინტერესო პროექტი აქვს ექსკურსიებთან დაკავშირებით.ვფიქრობ,მისი მათემატიკური გათვლები სასარგებლო იქნება სხვა პედაგოგებისთვისაც.
თავიანთი პროექტიები წარმოადგინა თითეულმა მონაწილემ,წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საგნიდან გამომდინარე პროექტები და შეიძლება ითქვას, რომ მრავალფეროვანი გამოვიდა დღევანდელი პრეზენტაციები.კიდევ დაიბადა იდეები სამომავლო პროექტებისათვის.
მე ამ ტრენინგმა ბევრი სასარგებლო რამ მასწავლა,რასაც აუცილებლად გამოვიყენებ მუშაობის პროცესში და დარწმუნებული ვარ, მოსწავლეებისთვისაც სახალისო და ინფორმაციულად დატვითული აღმოჩნდება.
იმედი მაქვს, რომ ტრენინგზე მოღებულ ცოდნას სისტემატურად გამოვიყენებთ პედაგოგები.
Wednesday, September 10, 2014
Tuesday, September 9, 2014
ტრენინგის მერვე დღე
დღეს საკმაოდ საინტერესო ტრენინგი იყო.მე ძალიან მომეწონა ინტერნეტში გამოქვეყნებული კითხვარების შექმნა,მას ხშირად გამოვიყენებ მუშაობის პროცესში, და დარწმუნებული ვარ მოსწავლეებიც ხალისით ამყვებიან.
ვისწავლეთ პროექტის ჩეკლისტის გამოყენება,შევავსეთ და ჩავასწორეთ პროექტის გეგმა. გადავამოწმეთ ელექტრონული პორტფოლიო და ა.შ.
ვისწავლეთ პროექტის ჩეკლისტის გამოყენება,შევავსეთ და ჩავასწორეთ პროექტის გეგმა. გადავამოწმეთ ელექტრონული პორტფოლიო და ა.შ.
Monday, September 8, 2014
პროექტის მეშვიდე დღე
მოვისმინეთ ეთმანეთის პროცედურები,გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი განვითარების თეორიას.შევქმენით თვითშეფასების ფორმა, პროექტის ხარაჩო. გარდნერის თეორიაზე დაყრდნობით მოვახდინეთ დიფერენცირება.პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ და დავდეთ ბლოგზე.
Wednesday, September 3, 2014
ტრენინგის მეექვსე დღე
ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციისთვის კოდის მინიჭება და გამოქვეყნება, page-ს შექმნა, დავაკომენტარეთ ერთმანეთის პრეზენტაციები,გავიგეთ როგორ დავფაროთ მასალა ბლოგიდან და როგორ გამოვაქვეყნოთ სასურველ დროს, ვისწავლეთ ორი ნარინჯისფერი ფანქრის ფუნქცია: ერთ ჩასწორებადი რეჟიმი, მეორე ახალი პოსტის დამატება. გავეცანით ბუკლეტის,პრეზენტაციისა და პროექტის შეფასების რუბრიკებს, შევქმენით პრეზეტაციის შეფასების რუბრიკა.
Tuesday, September 2, 2014
ტრენინგის მეხუთე დღე
გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციას,შევქმენით ბიბლიოგრაფია, ავაგეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში, გავაზიარეთ პრეზენტაციები დრაივში და გავაკეთეთ კომენტარები.დღევანდელი ნამუშევრები შევინახეთ დრაივში.
Monday, September 1, 2014
ტრენინგის მეოთხე დღე
ვისწავლეთ შეფასების 5 მიზანი, თითოეული მიზნისთვის შევარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები პროექტის სხვადასხვა ეტაპისთვის, შევქმენით ერთ-ერთი შეფასების სქემა: ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე,პორტფოლიოს პრეზენტაცია შევქმენით, ჩავსვით შეფასების ფორმა ობიექტის სახით.
Subscribe to:
Posts (Atom)